Saturday, December 22, 2012

ვახტანგ გორგასალი


1.პროექტის სახელწოდება:  ვახტანგ გორგასალი.
        
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ბავშვები გაეცნონ მეფე  ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობას.  

3.პროექტის აქტუალობა: ეს სამუშაო მოსწავლეებს განუვითარებს კვლევა-ძიების უნარს, დააფიქრებს ჩვენი ქვეყნის ბედზე, გაუძლიერებს საქართველოს ისტორიის შესწავლის ინტერესს, შეაყვარებს საქართველოსთვის თავდადებულ გმირს- ვახტანგ გორგასალს, რომელიც ქართველმა ხალხმა წმინდანად შერაცხა.

4.პროექტის მიზნები: ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს უვითარებს კვლევა-ძიების უნარს, რეფერატისა და სლაიდების შექმნის, დამოუკიდებლად აზროვნების უნარს.

5.მონაწილეთა ასაკი: VI კლასი, 11-12 წლის.

6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა

7.მოსალოდნელი შედეგები:/პროდუქტები რაც უნდა შეიქმნას: მოსწავლეების მიერ შექმნილი თემა-მეფე ვახტანგ გორგასალი, რომელსაც დართული ექნება ფოტომასალა, რუკა, ნახატები (თაბახის ფურცლებზე), კედლის გაზეთები.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საქართველოს ისტორია (ჯუანშერის-ვახტანგ გორგასლის ისტორია), საქართველოს ისტორიის ოთხ ტომეული, „ქართლის ცხოვრება“.

9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს დავყოფ ოთხ ჯგუფად:
I- ჯგუფს  დავავალებ მასალების მოძიებას კონკრეტული წიგნიდან (ჯუანშერის-„ვახტანგ გორგასლის ცხოვრება“), „ქართლის ცხოვრება“, საქართველოს ისტორიის I ტომი.
II-ჯგუფს დავავალებ საპრეზენტაციო რუკების ჩვენებას, რომელზეც დატანებული
 იქნება ვახტანგ გორგასლის ლაშქრობების მარშრუტი და ეკლესია-მონასტრების         ადგილ-მდებარეობა.
III-ჯგუფს დავავალებ ინტერნეტის საშუალებით მასალის მოძიებას-ვახტანგ გორგასლის მიერ ჩატარებული რეფორმები.
IV-ჯგუფს დავავალებ მოიძიონ მასალა  ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული ეკლესია-მონასტრების შესახებ.
თითოეულ ჯგუფს განვუსაზღვრავ მუშაობის დროს, პროექტზე მუშაობის განმავლობაში შევხვდები მოსწავლეებს, გავაკონტროლებ მათი მუშაობის პროცესს, მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებს მოჰყვება პრეზენტაცია და შეფასება.

10.საგნებთან/საგანობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება.

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მადონა ჩიკვილაძე

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტ: madonachikviladze@gmeil.com

13.პროექრის ვებ-გვერდი/ბლოგი: madonachikviladze.blogspot.com