1.პროექტის სახელწოდება: ვახტანგ
გორგასალი.
2.პროექტის მთავარი
იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ბავშვები გაეცნონ მეფე ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობას.
3.პროექტის აქტუალობა: ეს სამუშაო მოსწავლეებს განუვითარებს კვლევა-ძიების უნარს, დააფიქრებს ჩვენი ქვეყნის ბედზე, გაუძლიერებს საქართველოს ისტორიის შესწავლის ინტერესს, შეაყვარებს საქართველოსთვის თავდადებულ გმირს- ვახტანგ გორგასალს, რომელიც ქართველმა ხალხმა წმინდანად შერაცხა.
4.პროექტის მიზნები: ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს უვითარებს კვლევა-ძიების უნარს, რეფერატისა და სლაიდების შექმნის, დამოუკიდებლად აზროვნების უნარს.
5.მონაწილეთა
ასაკი: VI
კლასი, 11-12 წლის.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2
კვირა
7.მოსალოდნელი
შედეგები:/პროდუქტები რაც უნდა შეიქმნას: მოსწავლეების
მიერ შექმნილი თემა-მეფე ვახტანგ გორგასალი, რომელსაც დართული ექნება ფოტომასალა, რუკა, ნახატები (თაბახის
ფურცლებზე), კედლის გაზეთები.
8.პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: საქართველოს ისტორია (ჯუანშერის-ვახტანგ
გორგასლის ისტორია), საქართველოს ისტორიის ოთხ ტომეული, „ქართლის ცხოვრება“.
9.პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს დავყოფ ოთხ ჯგუფად:
I- ჯგუფს დავავალებ მასალების მოძიებას კონკრეტული წიგნიდან (ჯუანშერის-„ვახტანგ გორგასლის ცხოვრება“), „ქართლის ცხოვრება“, საქართველოს ისტორიის I ტომი.
II-ჯგუფს დავავალებ საპრეზენტაციო რუკების ჩვენებას, რომელზეც დატანებული
იქნება ვახტანგ გორგასლის ლაშქრობების მარშრუტი და ეკლესია-მონასტრების ადგილ-მდებარეობა.
III-ჯგუფს დავავალებ ინტერნეტის საშუალებით მასალის მოძიებას-ვახტანგ გორგასლის მიერ ჩატარებული რეფორმები.

IV-ჯგუფს დავავალებ მოიძიონ მასალა ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული ეკლესია-მონასტრების შესახებ.
თითოეულ ჯგუფს განვუსაზღვრავ მუშაობის დროს, პროექტზე მუშაობის განმავლობაში შევხვდები მოსწავლეებს, გავაკონტროლებ მათი მუშაობის პროცესს, მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებს მოჰყვება პრეზენტაცია და შეფასება.
10.საგნებთან/საგანობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მადონა
ჩიკვილაძე
12.ხელმძღვანელის
ელ.ფოსტ: madonachikviladze@gmeil.com
13.პროექრის ვებ-გვერდი/ბლოგი: madonachikviladze.blogspot.com

No comments:
Post a Comment